პატარკაციშვილი არჩევნებში მონაწილეობაზე უარის მიზეზებს ხსნის

11 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში გავლენიანმა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ მან თბილისის მერობისთვის კენჭისყრაზე არსებული საარჩევნო კოდექსის გამო თქვა უარი, რომელსაც მან “არადემოკრატიული” უწოდა.


განცხადებაში, რომელიც ტელეკომპანია “იმედმა“ გაავრცელა, პატარკაციშვილი აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმით, მას სურდა ხელისუფლებასთან დაპირისპირება აეცილებინა თავიდან.


“ჩემს მონაწილეობას მუნიციპალურ არჩევნებში და შესაძლო გამარჯვებას შესაძლოა კონფრონტაცია და სამთავრობო სტრუქტურის გახლეჩაც კი მოჰყოლოდა და საქართველოს მტრებს შესაძლოა გამოეყენებინათ ეს სიტუაცია“, – განაცხადა პატარკაციშვილმა.


“თუმცა ჩემი უარი არჩევნებში მონაწილეობაზე არ ნიშნავს იმას, რომ მე უარს ვაცხადებ პოლიტიკურ დისკუსიებში მონაწილეობაზე“, – დასძინა მან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version