პატარკაციშვილი და ახალი მემარჯვენეები საარჩევნო თანამშრომლობას განიხილავენ

ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი და ოპოზიციური პარტია ახალი მემარჯვენეები პატარკაციშვილის თბილისის მერობის კანდიდატად შესაძლო დასახელების თაობაზე მოლაპარაკებებს მართავენ.


“მას აქვს სურვილი არა მონაწილეობის, არამედ გამარჯვების. აქედან გამომდინარე, ის [არჩევნებთან დაკავშირებული] ყველა დეტალით ინტერესდება… კონსულტაციები დაიწყო და ჩვენ ველოდებით ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკურ პოზიციას“, – განუცხადა დეპუტატმა მამუკა კაციტაძემ ახალი მემარჯვენეებიდან ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს 5 სექტემბერს.


“მთავარია საქართველოს ეკონომიკური აღმავლობა, საქართველოს გაერთიანება და გამთლიანება და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს მოხდეს. თუ ამისთვის საჭირო იქნება, რომ მე უშუალოდ მივიღო მონაწილეობა რომელიმე არჩევნებში, ამაზეც არასდროს დამიხევია უკან და არც ახლა დავიხევ. უბრალოდ ყველაფერ ამაში უნდა იყოს ჩადებული ლოგიკა და ყველაფერს უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიზანი, რომლის მიღწევაც გინდა“, – განაცხადა ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში ბადრი პატარკაციშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version