ბერძენიშვილი და დავითაშვილი მერობაზე კენჭს ვერ იყრიან

ოპოზიციური პარტიების „კონსერვატორების“ და „რესპუბლიკელების“ ლიდერები კობა დავითაშვილი და დავით ბერძენიშვილი 5 ოქტომბერს დანიშნულ თვითმართველობის არჩევნებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ მიიღო, რათა ვერ შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა.


კობა დავითაშვილი თბილისის მერის პოსტზე, ხოლო დავით ბერძენიშვილი კი ბათუმის მერის პოსტზე საკუთარი კანდიდატების წარდგენას გეგმავდნენ. 
 
მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წევრმა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობა რომ მიიღოს, საჭიროა რომ მას პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტოს.
 
კობა დავითაშვილის განცხადებით, იმის გამო რომ პარლამენტის პირველი სხდომა 12 სექტემბერს არის დანიშნული, ხოლო კანდიდატების წარგენის ბოლო ვადა ცენტრაურ საარჩენო კომისიაში 11 სექტმებერს იწურება,  ვერ ხერხდება დეპუტატის უფლებამოსილების შეწყეტა და არჩევნებში მოანწილეობისთვის განაცხადის შეტანა.
 
„მთელი ეს გადაწყვეტილებები მიძღვნილი იყო იმისკენ, რომ არც მე და არც დავით ბერძენიშვილს არ გვქონდეს თეორიული შანსიც კი მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში და კენჭი ვიყაროთ საკრებულოს წევრად და შემგდომში მერად. ეს არის კონსტიტუციური უფელების ჩამორთმევა წამყვანი პოლიტიკური ძალების წარმომადგენელბისთვის“, – განაცხადა დღეს დავით ბერძენიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერნციაზე კობა დავითაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version