სამხრეთ ოსეთის მმართველი პარტია დამოუკიდებლობის რეფერენდუმს ამზადებს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის მმართველი პარტია „ერთიანობამ“ დღეს საინიციატივო ჯგუფი შექმნა, რომელმაც რეფერენდუმის ჩატარებას უნდა გაუწიოს ორგანიზება, იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტი.
 
რეფერენდუმის კითქვა იქნება: „თანახმა ხართ, თუ არა რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ შეინარჩუნოს არსებული დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი და იქნას [სამხრეთ ოსეთი] აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ?“
 
„პარტიის პოლიტსაბჭო შეიკრიბა სახელმწიფოსთვის ძალიან საპასუხისმგებლო მომენტში და გამოდის ინიციატივით ჩატარდეს რეფერენდუმი რათა ხალხს კიდევ ერთხელ მიეცეს საშუალება  დაამტკიცოს თავისი დამოუკიდებლობა“, – განაცხადა პარტიის ლიდერმა ზურაბ კოკოევმა.
სამხრეთ ოსეთში მსგავსი რეფერენდუმი, რომელსაც საერთაშორისო აღიარება არ მოჰყოლია, 1992 წლის 19 იანვარს ჩატარდა, სადაც დამოუკიდებლობას 98%-მა დაუჭირა მხარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version