ქართული მხარე შსკ-ს სხდომაზე მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლას მოითხოვს

ქართული მხარე მოსკოვში შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაზე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების ფორმატის შეცვლას მოითხოვს, იუწყება „რია ნოვოსტი“ 18 აგვისტოს.
 
„მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს“, – აცნოებს „რია ნოვოსტის“ სამხრეთ ოსურმა ანონიმურმა წყარომ. 
 
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძემ 8 აგვისტოს განაცხადა, რომ თბილისი აპირებდა ოფიციალურად დაეყენებინა რუსეთთან იმ შეთანხმების გადახედვის საკითხი, რომელიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ოპერაციის და მოლაპარაკებათა ფორმატების იურიდიულ საფუძველს წარმოადგენს.
 
1992 წლის სოჭის შეთანხმების შედეგად შეიქმნა შერეული სამშვიდობო ძალები ქართული, ოსური და რუსული ბატალიონების შემადგენლობით. კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე სოჭის შეთანხმების საფუძველზე ასევე შეიქმნა ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისია (შსკ), რომელიც ქართულ, სამხრეთ ოსურ, რუსულ და ჩრდილოეთ ოსურ მხარეებს აერთიანებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version