ახალქალაქის ბაზიდან გიუმრის მიმართულებით ბოლო კოლონა გავიდა

ახალქალაქის სამხედრო ბაზიდან გიუმრის მიმართულებით დღეს რუსული სამხედრო ტექნიკის ბოლო კოლონა გავიდა.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალქალაქის სამხედრო ბაზიდან ოთხი «სტრელა-10» MTLB, სამი BTC-4, ორი TRM-80, ერთი BRM-1 და ხუთი საზენიტო დანადგარი ЗУ-23/2 გაემგზავრა.


ეს არის ბოლო კოლონა, რომელიც ახალქალაქიდან გიუმრისკენ გაემგზავრა. დარჩენილი სამხედრო ტექნიკა რუსეთში რკინიგზის საშუალებით გაიგზავნება.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ტექნიკის გატანის პროცესი 2006 წლის ბოლოსათვის დასრულდება, ბოლო რუსი სამხედრო კი ახალქალაქის ბაზას 2007 წლის შემოდგომაზე დატოვებს.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version