საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრიმავის და ვერტმფრენის ჩართვა ადიგენის რაიონში არსებული ხანძრის ჩაქრობაში საჭირო აღარ არის.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინიტრომ მზადყოფნა გამოხატა თვითმფრინავი „ილიუშინ-76“ და ვერტმფრენი მი-26 გამოეგზავნა საქართველოში ხანძრის ჩასაქრობად.
ამავე დროს, რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ საქართველოს საელჩომ რუსეთში მადლობა გადაუხადა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს შემოთავაზებული დახმარებისთვის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)