ოქრუაშვილმა გაეროს წარმომადგენლებთან კოდორის მონიტორინგის საკითხი განიხილა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 11 აგვისტოს გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელს ივო პეტროვს და სამხედრო დამკვირვებელს გენერალ ნიაზ მუჰამედ ხან კჰატაკს შეხვდა.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო კოდორში არსებულ ვითარებას და ხეობაში გაეროს მონიტორინგის ჩატარების საკითხს.


კოდორის ხეობის მონიტორინგი გაეროს დამკვირვებლების მიერ 20 აგვისტოდან დაიწყება. ქართული მხარე კოდორის ხეობის როგორც ზედა, ისე ქვედა ზონების გაკონტროლებას ითხოვს. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version