თბილისი და სოხუმი კოდორის მონიტორინგის ჯგუფზე ვერ თანხმდებიან

აფხაზეთის ლიდერის წარმომადგენელმა რუსლან ქიშმარიამ 10 აგვისტოს „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ თბილისი წინააღმდეგია აფხაზური მხარის წინადადებაზე, რომ სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლები იმ ჯგუფში შეიყვანონ, რომელიც ზემო კოდორის ხეობის მონიტორინგს განახორციელებს.


„ქართული მხარე ჯგუფში, რომელიც მონიტორინგს განახორციელებს, აფხაზი სამხედრო დამკვირვებლების ჩართვის წინააღმდეგია, თუმცა ამავე ჯგუფში ქართველი სამხედრო დაკვირვებლების ჩართვა სურს“, – განაცხადა რუსლან ქიშმარიამ.      


ამავე ინფორმაციით, ეს საკითხი 10 აგვისტოს ჭუბურხინჯის ოთხმხრივ შეხვედრაზე იქნა განხილული.


თუმცა, ქართული მხარის წარმომადგენელმა ჭუბურხინჯის მოლაპარაკებებზე თემურ გაბისონიამ 10 აგვისტოს “სივილ ჯორჯიას” განუცხადა, რომ ეს საკითხი არ ყოფილა განხილული ჭუბურხინჯის შეხვედრის დროს, რადგანაც კოდორთან დაკავშირებული პრობლემა უფრო მაღალი რანგის ოფიციალური პირების მოსაგვარებელია.      


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 9 აგვისტოს განაცხადა, რომ გაეროს დამკვირვებლებს ექნებათ საშუალება ზემო კოდორის ხეობის მონიტორინგი 20 აგვისტოდან დაიწყონ.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version