სააკაშვილი რეზერვისტებს უერთდება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი არველაძემ 5 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი მომდევნო ათ დღეს ოსიაურის რეზერვისტთა ბანაკში გაატარებს.


მისი თქმით, ეს იქნება პრეზიდენტის ნებაყოფლობითი სამსახური, რაც იმ პატრიოტების მხარდაჭერას ისახავს მიზნად, რომლებიც სამშობლოს სარეზერვო ჯარებში ემსახურებიან.   


პრეზიდენტმა საააკშვილმა თავისი გადაწყვეტილება სარეზერვო ჯარებში სამსახურის თაობაზე 11 ივლისს გაახმოვანა.


“მე ვიქნები ჩვეულებრივი რეზერვისტი ორი კვირის განმავლობაში ერთ-ერთ ბანაკში. მე მაქვს უფლება შვებულება ავიღო და მე მაქვს უფლება ეს შვებულება ნებისმიერ ადგილას გავატარო“, – განაცხადა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version