ქართულმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა საზღვრის 30 კმ–იანი მონაკვეთი შეათანხმეს

ქართულმა და აზერბაიჯანულმა დელეგაციებმა თბილისში საგარეო საქმეთა სამინისტროში ორი დღის განმავლობაში მიმდინარე კონსულტაციების შედეგად საზღვრის 30 კმ–იანი მონაკვეთი შეათანხმეს.


ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიორგი მანჯგალაძის ინფორმაციით, სულ შეთანხმებულია საქართველოს–აზერბაიჯანის საზღვრის 65%, რაც 300 კილომეტრს შეადგენს.  


აზერბაიჯანული დელეგაციის ხელმძღვანელის ხალაფ ხალაფოვის განმარტებით, დარჩენილია რამდენიმე შეუთანხმებელი საკითხი, რომელზეც მორიგ სხდომაზე ბაქოში სექტემბერში იმსჯელებენ.


საქართველოს ასევე შეუთანხმებელი აქვს რუსეთთან სახელმწიფო საზღვრის  ლარსის, ფიჭვების და ჭერო-ინცოხის მონაკვეთები. სომხეთთან კი უკვე შეთანხმებულია 110 კილომეტრიანი მონაკვეთი, რაც საზღვრის მთელი პერიმეტრის ნახევარს შეადგენს.


გიორგი მანჯგალაძის ინფორმაციით, კომისია რუსეთთან და სომხეთთან სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია–დელიმიტაციის მიზნით მუშაობას აგრძელებს.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version