გავრცელებული ინფორმაციით, კოდორის ხეობაში სროლები განახლდა

კოდორის ხეობაში ცეცხლი გაიხსნა მას შემდეგ, რაც ემზარ კვიციანისადმი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იარაღის დაყრის თაობაზე მიცემული ვადა ამოიწურა, იტყობინება ტელეკომპანია “რუსთავი 2“.


ამავე ცნობით, განახლებული სპეცოპერაცია ემზარ კვიციანისა და მისი შეიარაღებული მხარდამჭერების აყვანას ისახავს მიზნად, რომელთაც შსს ულტიმატუმს დანებების თაობაზე უარით უპასუხეს და კოდორის ხეობის ერთ–ერთ ტყეში არიან გამაგრებულები.


ასევე “რუსთავი 2“–ის ცნობით, ემზარ კვიციანის ადგილსამყოფელთან ჩაფრინდა რუსული ვერტმფრენი, რომელმაც მეამბოხეებს საკვები და იარაღი მიაწოდა, თუმცა უკან გაფრენას ვერ ახერხებს, რადგან ქართული მხარე ვერტმფრენის წინააღმდეგ ადეკვატური ზომების გატარებას აპირებს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version