ირანს საქართველოსთან ახლო ურთიერთობები სურს

თეირანი საქართველოსთან ახლო კავშირს საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს. ამის შესახებ ირანის ელჩმა საქართველოში მოჯთაბა დამერჩილუმ 24 ივლისს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა, იტყობინება სააგენტო IRNA.


ელჩმა ასევე განაცხადა, რომ ბევრი შესაძლებლობა არსებობს ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად და აღნიშნა ორ ქვეყანას შორის იანვარში გაზის მოწოდების თაობაზე მიღწეული შეთანხმება, როცა რუსეთში გაზსადენების აფეთქების გამო გაზის გარეშე დარჩენილმა საქართველომ  ირანიდან საგანგებოდ მიიღო ეს ენერგორესურსი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version