ნოღაიდელი კვიციანის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა კომენტარი გააკეთა გასამხედროებული ჯგუფის “მონადირის“ ხელმძღვანელის ემზარ კვიციანის განცხადებაზე, რომელმაც 22 ივლისს საქართველოს ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.


“ეს პიროვნება არ წარმოადგენს ადგილობრივ მოსახლეობას, ამრიგად რაიმე დაუმორჩილებლობა გამორიცხულია“, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.


“თუ ის კანონს დაემორჩილება, ის დაპატიმრებული იქნება, როგორც კრიმინალი“, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა რურუამ 23 ივლისს.


“კვიციანი საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა ამავე დროს ამ საფრთხეს ზედმეტი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ“, – განაცხადა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version