ნუგზარ აშუბა კოდორის ხეობაში პოლიციის ოპერაციის წინააღმდეგია

თვითგამოცხადებული აფხაზეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ნუგზარ აშუბამ 24 ივლისს განაცხადა, რომ კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანის წინააღმდეგ პოლიციის ოპერაციის განხორციელება “უარყოფით შედეგებს“ გამოიწვევს.


“ნებისმიერი ოპერაცია აფხაზეთთან საზღვარზე, ან აფხაზეთში არაპროგნოზირებადი უარყოფითი შედეგების პროვოცირებამდე მიგვიყვანს“, – განუცხადა აშუბამ “რია ნოვოსტის“.


23 ივლისს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს პოლიციის ოპერაციის განხორციელებას კოდორის ხეობაში, თუ იქ ვითარება რამდენიმე დღეში არ გამოსწორდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version