საქართველო თავდაცვის ბიუჯეტს ზრდის

მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტის თანახმად,  სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 323 მილიონი ლარით იზრდება, იტყობინება ფინანსთა სამინისტრო.


ამ თანხის უდიდესი ნაწილი – 212,5 მილიონი ლარი თავდაცვის სამინისტროს მოხმარდება.


2005 წლის დეკემბერში, როდესაც პარლამენტმა 2006 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, თავდაცვის სფეროს დაფინანსებამ 392,2 მილიონი ლარი შეადგინა.


ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საბიუჯეტის შემოსავლების ზრდა განაპირობა საგადასახადო და არასაგადასახო შემოსავლების ზრდამ 190.0 მილიონი და 133,8 მილიონი ლარით, შესაბამისად.


ფინანსთა სამინისტროს ცნობით, გაზრდილი შემოსავლები ასევე განაწილდება შემდეგ სტრუქტურებსა და საქმიანობებზე: თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 44,5 მილიონი ლარის დაფინანსებას მიიღებს; ჯანდაცვის სამინისტრო – 25,6 მილიონი ლარს; შინაგან საქმეთა სამინისტრო – 11,5 მილიონ ლარის (აქედან 1,6 მილიონ ლარს სასაზღვრო პოლიციისთვის); 9,5 მილიონი ლარი გამოიყოფა რეგიონალური პროექტებისთვის (საქმიანობის დეტალური სია მოცემული არ არის); ცენტრალური საარჩევნო კომისია 7,8 მილიონ ლარს მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის; ეკონომიკის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტი – 3 მილიონ ლარს.


პარლამენტი 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შემოთავაზებულ ცვლილებებს 25 ივლისის სხდომაზე განიხილავს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version