ლავროვი კონფლიქტებთან დაკავშირებით თბილისის პოლიტიკაზე საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა “ეხო მოსკვის“ განუცხადა, რომ საქართველო საბოტაჟს მიმართავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების მექანიზმებთან დაკავშირებით, იუწყება 19 ივლისს “რია ნოვოსტი“.


ლავროვის განცხადებით, თბილისი უარს აცხადებს ხელი მოაწეროს ცხინვალთან და სოხუმთან საომარი მოქმედებების განუახლებლობის შესახებ შეთანხმებას და ასევე “უარს აცხადებს აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების განახლებაზე, თუმცა გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის მიერ წარმოდგენილი პროცედურები, დიდი ხანია ცნობილია და მაგიდაზე დევს“.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ შეაფასა ცხინვალის რეგიონში 14 და 15 ივლისს საქართველოს სამხედრო პოლიციის მიერ დიპლომატების დაკავება და ერთ–ერთი სამშვიდობოს ნაღმზე აფეთქება, როგორც “პროვოკაციული“ ქმედება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version