მოსკოვი სამშვიდობოების გაყვანის შემთხვევაში დაძაბულობის ზრდაზე საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მიხეილ კამინინმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის 18 ივლისის დადგენილება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე არის “დაძაბულობის გამწვავების მცდელობა“, იტყობინება “ინტერფაქსი“.


რუსეთის სახმელეთო ძალების მეთაურის მოადგილემ ვალერი ევნევიჩმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარების გაყვანას კონფლიქტების ზონებიდან მაშინვე მოყვება სისხლისღვრის განახლება.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტმა პირველად არ მიიღო ამ ტიპის დადგენილება.


ბოლო ცხრა წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა დღევანდელის ჩათვლით ექვსი დადგენილება მიიღო რუსეთის სამშვიდობო ძალებთან მიმართებაში. 


ამ ექვსიდან ბოლო სამი გასული ცხრა თვის მანძილზე იქნა მიღებული ( 2005 წლის 11 ოქტომბრის დადგენილება 1927-II; 2006 წლის 15 თებერვლის დადგენილება 2655-I და 2006 წლის 18 ივლისის დადგენილება). წინა სამი დადგენილება საქართველოს პარლამენტმა 1997, 2001 და 2002 წლებში მიიღო შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, რომლებიც ასევე თხოვდა მთავრობას აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან სამშვიდობოების გაყვანას.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version