პარლამენტმა ირაკლი ალასანია გაეროში მუდმივ წარმომადგენლად დაამტკიცა

დღეს პარლამენტმა 123 ხმით მხარი დაუჭირა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ირაკლი ალასანიას დანიშვნას, რომელიც კონფლიქტების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი და მისი პირდადი წარმომადგენელი იყო ქართულ–აფხაზურ მოლაპარაკებათა პროცესში. მრჩევლის სტატუსს ალასანია კვლავ ინარჩუნებს.


ალასანიამ გაეროში რევაზ ადამია შეცვალა, რომელსაც პარლამენტმა უფლებამოსილება დღეს შეუწყვიტა. ადამია გაეროში ელჩად 2002 წლიდან მუშაობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version