ნოღაიდელი შსკს- სხდომის ჩაშლაში მოსკოვს და ცხინვალს ადანაშაულებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 17-18 ივლისს თბილისში დაგეგმილი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ჩაშლაში რუსული და სამხრეთ ოსური მხარეები დაადანაშაულა.


“შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა ჩაიშალა მეორე მხარის პროვოკაციული მიზეზებით… სამწუხაროდ, საუბარი იმაზე, რომ შსკ ოთხმხრივია უსაფუძვლოა“, – განუცხადა ნოღაიდელმა ჟურნალისტებს 17 ივლისს.


შერეული საკონტროლო კომისია ქართულ, სამხრეთ ოსურ, რუსულ და ჩრდილოეთ ოსურ მხარეებს აერთიანებს.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 16 ივლისს განაცხადა, რომ შეხვედრა 14 და 15 ივლისს საქართველოს სამხედრო პოლიციის მიერ რუსეთის ოფიციალური პირების დაკავებასთან დაკავშირებული პროვოკაციების გამო ჩაიშალა.  


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version