პრეზიდენტი ორი კვირით რეზერვისტად იმსახურებს

დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი ორი კვირით შვებულების გატარებას რეზერვისტთა ბანაკში გეგმავს.


“პრეზიდენტი ისეთივე მოქალაქეა, როგორც სხვა… ჯარი სხვაა, რეზერვი სხვაა, რომელსაც ბევრი სხვა გამოყენება აქვს“, – განაცხადა პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.


მან უკვე მისცა თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დავალება, რათა შეარჩიოს მისთვის რეზერვისტთა ბანაკი. “ჩემს ბიოგრაფიაში ეს იქნება ერთ–ერთი სასიამოვნო ფურცელი“, – დასძინა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version