სააკაშვილი: აშშ–ს ვიცე–პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

11 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში საქართველოს აშშ–ს ვიცე–პრეზიდენტი რიჩარდ ჩეინი ეწვევა.


სააკაშვილის განცხადებით, ამის შესახებ შეთანხმება მისი აშშ–ში ვიზიტის დროს იქნა მიღწეული.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მისი აშშ–ში ვიზიტი საქართველოსთვის “ძალიან ისტორიულ დროს“  – სანკტ–პეტერბურგის დიდი რვიანის სამიტის წინ  – განხორციელებული “ისტორიული“ მნიშვნელობის ვიზიტი იყო.


“ეს იყო ისტორიული იმიტომ, რომ აშშ–ს პრეზიდენტმა ღიად და ყოველგვარი პირობების გარეშე დააფიქსირა პირდაპირი მხარდაჭერა ნატოში გაწევრიანებაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.


სააკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჯორჯ ბუშის ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტ პუტინის მხრიდან ისევ გაისმა განცხადებები “კოსოვოს პრეცედენტზე“ კონფლიქტების მოგვარების საქმეში და “ქვეყნების დანაწევრებაზე“, რაც “მიუღებელია”.  


“მაგრამ აშშ–ს პრეზიდენტის განცხადებები უფრო ღირებულია“, – განაცხადა სააკაშვილმა. 


This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version