გაეროს უშიშროების საბჭოს ნინო ბურჯანაძე მიმართავს

დღეს ნიუ–იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს სიტყვით მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების სამშვიდობო წინადადებებს ოფიციალურად წარუდგენს.


ბურჯანაძე თავის მოხსენებაში განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს კონფლიქტურ ზონებში არსებული რუსული სამშვიდობო ოპერაციების არაეფექტურობაზე. არ არის გამორიცხული, რომ მან სამშვიდობო ოპერაციის ინტერნაციონალიზაციის საკითხიც დააყენოს.


დღესვე გაეროს უშიშროების საბჭო განიხილავს გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის მოხსენებას აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით.


უშიშროების საბჭოში მოსმენა რამდენიმე დღით უსწრებს საქართველოს პარლამენტის მიერ დადგენილების მიღებას, რომლის საფუძველზეც შესაძლოა აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან დსთ–ს ეგიდით განლაგებული რუსი სამშვიდობოების გაყვანის საკითხი დადგეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version