სეპარატისტული პარლამენტები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

დღეს მოსკოვში თვითგამოცხადებული აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის დე ფაქტო პარლამენტების თავმჯდომარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას თანამშრომლობის თაობაზე.


ამას წინ უძღოდა 14 ივნისს სოხუმში გამართული სამიტი, რომელზეც სამივე თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერებმა თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტები გააფორმეს.


“ჩვენ დიდი ხანია მხარს ვუჭერთ ჩვენს რესპუბლიკებს შორის ურთიერთობებს, რადგანაც მიზნები და ამოცანები ჩვენ იდენტური გვაქვს, პრობლემები და დიდ რუსეთთან დამოკიდებულებაც ერთნაირი გვაქვს“, – იუწყება”ინტერფაქსი“ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის ნუგზარ აშუბას სიტყვებზე დაყრდნობით.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version