სასამართლომ გირგვლიანის მკვლელობაში მთავარი ბრალდებული დაკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 ივლისს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი გია ალანია დაკითხა.


შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა გია ალანიამ განაცხადა, რომ მან და მისმა სამმა კოლეგამ, რომლებიც ასევე დაკავებულები არიან, თუმცა დუმილის უფლებით სარგებლობენ, გირგვლიანი მეგობართან ერთად ოქროყანაში წაიყვანეს და სცემეს. თუმცა ალანიამ ასევე განაცხადა, რომ გირგვლიანი სასიკვდილოდ ნაცემი არ იყო და ცოცხალი იყო, როცა ოქროყანა დატოვეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version