ცხინვალი თბილისს დაძაბულობის გამწვავებაში ადანაშაულებს

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხეილ მინძაევმა ქართული მხარე “დაძაბულობის შეგნებულად გამწვავებაში“ დაადანაშულა და განაცხადა, რომ ამჟამად ვითარება კონფლიქტის ზონაში “კრიტიკულია“, იტყობინებოდა სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი 16 ივნისს.


მისი თქმით, მას შემდეგ რაც ქართულმა მხარემ ცალმხრივად გადაადგილა თავისი პოლიციის საგუშაგო ოსურ სოფელ ზემო ფრისის მახლობლად, სამხრეთ ოსეთის მხარეს მოუხდა შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალების განლაგება სოფელში “ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად“.


“ქართული მხარე ცდილობს გვიბიძგოს კონტრ ზომების მიღებისკენ ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ამ პროვოკაციას არ წამოვეგებით… ჩვენ დენთის კასრზე ვზივართ“, – განაცხადა მინძაევმა.


მან ასევე დაადანაშაულა, როგორც მან უწოდა, “ამერიკელი ინსტუქტორები“ ქართული მხარის დახმარებაში კონფლიქტის ზონაში საპოლიციო ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებაში, კერძოდ 9 ივნისს სოფელ ავნევში პოლიციის ოპერაციის განხორციელებაში, რომლის დროსაც ეთნიკური ოსი ყალბი დოლარების გადატანის ბრალდებით დააპატიმრეს.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version