პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური განვითარების შესახებ ისაუბრა

პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ქვეყანაში 2006 წლის დასაწყისში “დაახლოებით 70 ათასი სტაბილური სამუშაო ადგილი“ შეიქმნა.


“ეს კი, ჩვენი [საქართველოს მთავრობის] საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაა“, – განაცხადა ნორაიდელმა8 ივნისს მთავრობის სხდომაზე.


პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში  30 ათასზე მეტი ახალი საწარმო დარეგისტრირდა. მისი თქმით, თუ 2005 წლის იანვარ-მაისში კერძო საწარმოებში სახელფასო ფონდი 450 მილიონ ლარს შეადგენდა, წელს იმავე პერიოდში ეს ფონდი 590 მილიონ ლარამდე გაიზარდა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version