რუსეთი უარყოფს საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას

რუსეთის ელჩმა საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა 26 მაისს საქართველოს განცხადებებს საჰაერო სივრცის რუსული ვერტმფრენის მიერ დარღვევის თაობაზე “მითიური“ უწოდა.


“ეს მითიური საკითხებია. ყოველთვის, როდესაც ანალოგიური ბრალდება კეთდება, აღმოჩნდება ხოლმე, რომ არც ერთ რუსულ ვერტმფრენს იმ მიმართულებით არ უფრენია“, – განუცხადა რუსეთის ელჩმა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის მიერ ორგანიზებულ მიღებაზე, რომელიც დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გაიმართა.


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ 25 მაისს სამხედრო ვერტმფრებმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია და სამხრეთ ოსეთს ჯავის მიმართულებით გადაუფრინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version