საქართველოს გაეროს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წარმომადგენლები ეწვევიან

გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის დელეგაცია 23-25 მაისს საქართველოს ეწვევა და კონფლიქტის მოგვარების თაობაზე თბილისში და სოხუმში მოლაპარაკებებს გამართავს.


დელეგაციის შემადგენლობაში შედიან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ნორბერტ ბაასი, რომელიც ასევე ამ ჯგუფის კოორდინატორია, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ბელინ ლორენსი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი მიხეილ ბოჩარნიკოვი, გაერთიანებული სამეფოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, სერ ბრაიან ფოლი და აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზა.


დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ პრეზიდენტ სააკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან, სახელმწიფო მინისტრთან კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავასთან და პრეზიდენტის მრჩეველთან კონფლიქტების საკითხებში ირაკლი ალასანიასთან.


დელეგაცია ასევე ეწვევა სოხუმს და აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან გამართავს მოლაპარაკებებს.          


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version