სომეხი მოსახლეობა თურქეთის საელჩოს წინ “გენოციდის“ აღიარებას მოითხოვს

საქართველოს სომხური დიასპორის ათობით წარმომადგენელი 24 აპრილს თბილისში თურქეთის საელჩოს წინ შეიკრიბა 1915-1923 წლებში 1,5 მილიონი სომეხის დახოცვის გენოციდად აღიარების მოთხოვნით.


სომეხი მოსახლეობა მსოფლიოს მასშტაბით 24 აპრილს აღნიშნავს თურქეთის ოტომანის მთავრობის მიერ სომხების გენოციდის დაწყების დღედ. თუმცა, თურქეთი აცხადებს, რომ მოკლულთა რაოდენობა გადაჭარბებულია და სომხები პირველ მსოფლიო ომს ემსხვერპლნენ, და არა გენოციდს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version