ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ სამხრეთ კავკასიის კონფლიქტები “უნიკალურია“, რომელთა მოგვარებაც კონკრეტული შემთხვევის საფუძველზე უნდა მოხდეს, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა 8 მარტს.
მან პასუხი გასცა კითხვას რუსეთის პოზიციის თაობაზე, რომ კოსოვოს სტატუსის მოგვარება “უნივერსალური“ და პოსტ-საბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტებისთვის გამოსადეგი უნდა იყოს თავისი ხასიათით.
“მე ვფიქრობ, რომ არსებობს საკითხები, რომლებიც უნიკალურია, რომლებიც კონკრეტული შემთხვევის საფუძველზე უნდა მოგვარდეს და განიხილებოდეს, როგორც ცალკე საკითხები. თქვენ [მიმართა ჟურნალისტს] ახსენეთ კონფლიქტები მთიან ყარაბაღსა და სამხრეთ ოსეთში, თითოეულ მათგანს უნიკალური მახასიათებლები აქვს, რაც კონკრეტული შემთხვევის საფუძველზე უნდა მოგვარდეს. ეს არის ჩვენი პოზიცია საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა შონ მაკკორმაკმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)