ოპოზიციის ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პარტულს შორის მცირე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეეებმა რუსთაველის გამზირი დაიკავეს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საავტომობილო მოძრაობის აღდგენის მიზნით აქციის მონაწილეებისაგან გზა გაათავისუფლეს, რასაც მომიტინგეები უკმაყოფილებით შეხვდნენ და კანცელარიის შენობისაკენ გადაინაცვლეს.


ოპოზიციური პარტიების “ლეიბორისტების“, “ახალი მემარჯვენეებისა“ და “კონსერვატორების“ ორგანიზებით პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაახლოებით 2–3 ათასი კაცის მონაწილეობით 16 საათზე დაიწყო. მომიტინგეები ხელისუფლებისაგან მოვაჭრეებისათვის სალარო აპარატების გამოყენების სავალდებულო ნორმების გაუქმებასა და ფიქსირებული გადასახადების დაწესებას ითხოვენ.


ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციას შეუერთდნენ ასევე ოპოზიციური პარტიების “რესპუბლიკელების”, კოკო გამსახურდიას “თავისუფლების” და “ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის” წარმომადგენლებიც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version