თბილისი რუსეთის საელჩოს და “გაზექსპორტის“ ოფისს გაზს უწყვეტს

თბილისის მერმა გიგი უგულავამ შაბათს განაცხადა, რომ ხელისუფლება აპირებს გაზის მიწოდება შეუწყვიტოს საქართველოში რუსეთის საელჩოსა და “გაზპრომის“ შვილობილ კომპანია “გაზექსპორტის“ ოფისს თბილისში.


უგულავას თქმით, შესაბამისი განკარგულება უკვე მისცა “თბილგაზს.“


უგულავამ განაცხადა, რომ საქართველოში ამჟამად არსებულ ენერგოკრიზისში სწორედ ისინი არიან დამნაშავენი.


მისი თქმით, უმჯობესი იქნება თუ რუსეთის საელჩოსა და “გაზექსპორტის“ ოფისის ნაცვლად გაზი დამატებით ორ საცხოვრებელ კორპუსს მიეწოდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version