მთავრობა მოსახლეობას „იაფი“ საწვავით ამარაგებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი არველაძემ 26 იანვარს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დეფიციტის შევსების მიზნით დამატებით 310 ტონა ნავთი შემოიტანა. დეფიციტი ქვეყანაში მას შემდეგ წარმოიშვა, რაც დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების შედეგად მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, რამაც ნავთზე მოთხოვნა საგრძნობლად გაზარდა.


„110 ტონა ნავთი საბაზრო ფასზე ნაკლებად გაიყიდება. მისი ღირებულება 60 თეთრს შეადგენს… დანარჩენი 200 ტონის ღირებულება კი საბაზრო ფასის შესაბამისი იქნება – 1,4 ლარი ლიტრზე“, – განაცხადა არველაძემ.


მისი თქმით, თბილისის მოსახლეობა შეძლებს „იაფი საწვავი“ ქალაქის რამდენიმე ადგილას შეიძილოს. ამ ადგილებს შორის არველაძემ რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილის“ ბენზინგასამართი სადგურებიც დაასახელა.


არველაძის თქმით, ფინანსური პოლიცია საწვავის ბაზარს აკონტროლებს, რათა საწვავის ფასის ზრდა აიცილოს თავიდან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version