ირანის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ენერგოკრიზისი განიხილეს

24 იანვარს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოთაქი მანუჩერმა თავის ქართველ კოლეგასთან გელა ბეჟუაშვილთან სატელეფონო საუბრისას მზადყოფნა გამოთქვა საქართველოში ენერგოკრიზისის  აღმოფხვრამდე ირანიდან გაზის მოწოდების შესახებ.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სატალეფონო საუბარი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით შედგა, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა საქართველოში შექმნილი ენერგოდეფიციტის გამო.


ამჟამად, ქართველი ენერგეტიკოსები ირანელ კოლეგებთან ერთად მუშაობენ ირანული გაზით საქართველოს მომარაგების საკითხზე.


რუსეთიდან საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მოწოდება 22 იანვარს ორ გაზსადენზე მომხდარი აფეთქებების შემდეგ შეწყდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version