ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოზე დადგენილებას იღებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 24 იანვარს გამართულ სხდომაზე მიიღო დადგენილება საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიანი რეფორმები სწორი გზით ხორციელდება, რეფორმების უმეტესობა ჯერ კიდევ საწყის სტადიაშია და „მთავარი გამოწვევები ჯერ კიდევ წინ არის“.


რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „პოსტ-საბჭოთა ეიფორიამ მეტ პრაგმატიზმს მისცა გზა“ საქართველოში.


„საქართველოში მიღწეული პროგრესი ბოლო წლის განმავლობაში შეიძლება ჩაითვალოს როგორც იმედისმომცემი, თუმცა ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი ვალდებულებების შესრულებისკენ“, – ნათქვამია რეზოლუციაში.


დოკუმენტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საპარლამენტო ასამბლეის წინა მოწოდებებს. მათ შორის არის 2004 წლის თებერვალში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების გადახედვა, რომელიც, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დასკვის თანახმად, უდიდეს უფლებებს ანიჭებს პრეზიდენტს; აჭარის ავტონომიური მოდელის გადახედვა; საარჩევნო ბარიერის 7%-დან 5%-მდე შემცირება; კანონმდებლობის მიღება მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციისთვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად, რათა ეს პროცესი 2011 წლისათვის დასრულდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version