აზერბაიჯანიდან გაზის მოწოდება კვლავ შემცირდა

თბილისის კიდევ რამოდენიმე უბანს შეუწყდა გაზის მიწოდება მას შემდეგ რაც აზერბაიჯანიდან საქართველოში გაზის იმპორტი დღე–ღამეში 2,5–დან 2 მილიონ კუბურ მეტრამდე დაეცა, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ალეკო ხეთაგურმა ოთხშაბათს.


„ამჟამად საქართველო აზერბაიჯანიდან იღებს 1,9–2 მილიონ კუბურ მეტრ გაზს… შესაბამისად გაზის მიწოდება შეუწყდა წყნეთს, ბაგებს და მთაწმინდის ნაწილს… თუმცა გაზი მიეწოდება მეცხრე ენერგობლოკს,“ განაცხადა ხეთაგურმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერშია დღეს გვიან ღამით.


მისი თქმით აზერბაიჯანიდან გაზის მოწოდების შემცირების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ამჟამად თავად აზერბაიჯანი განიციდის ბუნებრივი აირის დეფიციტს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version