რუსეთს ირან–სომხეთის გაზსადენების შესყიდვა სურს

სომხეთი მზად არის რუსეთიდან იაფი გაზის მიღების სანაცლოდ ირანი-სომხეთის გაზსადენის აქციების 45% რუსეთს მიყიდოს, იტყობინება რუსული გაზეთი „კომერსანტი“ 23 იანვარს.


იმავე გაზეთის ცნობით, სომხეთის პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, რომელიც მოსკოვში 22 იანვარს ჩავიდა, ამ წინადადებას თავის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განიხილავს.


ამჟამად, ირანი-სომხეთის გაზსადენი მშენებლობის პროცესშია, რომელიც ექსპლოატაციაში მიმდინარე წელს შევა.   


2006 წლიდან რუსეთამ სომხეთს გაზის ღირებულება 54 აშშ დოლარიდან 110 აშშ დოლარამდე გაუზარდა. „მოსკოვმა თავის სტრატეგიულ პარტნიორს ულტიმატუმი წაუყენა: ამ გაზის ფასი 110 აშშ დოლარამდე გაიზრდება, ან სომხეთმა „გაზპრომს“ თავისი გაზის ინფრასტრუქტურა უნდა გადასცეს“, – აცხადებს „კომერსანტი“.


„თუ რუსეთი ხელში ჩაიგდებს ამ [ირანი-სომხეთის] გაზსადენს, [რუსეთი] შეძლებს გააკონტროლოს ირანული გაზის ტრანზიტი საქართველოში, უკრაინასა და ევროპაში“, – აცხადებს გაზეთი.


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა ირანის ოფიციალურ პირებთან ირანული გაზის საქართველოში იმპორტის თაობაზე მოლაპარაკებები გამართა. იგი ირანიდან 24 იანვარს დაბრუნდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version