აფხაზეთში ციტრუსის ექსპორტის მაჩვენებლები იზრდება

აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ 2005-2006 წელს 31,000 ტონა ციტრუსის, ძირითადად მანდარინის და ფორთოხლის, ექსპორტი განახორციელა, იტყობინება “აფსნიპრესი“.


ეს ექსპორტის უმაღლესი მაჩვენებელია 1993 წელს რეგიონში კონფლიქტის დასრულების შემდეგ.


მანდარინის და ფორთოხლის ექსპორტი აფხაზეთის ეკონომიკის მთავარ საყრდენს და ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version