საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის თქმით, მას არ ჰგონია, რომ პარლამენტი განიხილავს წინადადებას ზურაბ ნოღაიდელის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობასთან ერთად დეპუტატის ადგილის დაკავების თაობაზეც.
„ეს არის დეპუტატ შალამბერიძის პირადი ინიციატივა და არა მგონია, რომ ამას სერიოზული განვითარება მოყვება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 11 იანვარს.
დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ალექსანდრე შალამბერიძე საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ ორივე თანამდებობის დაკავებას ითვალისწინებს. დეპუტატ შალამბერიძის თქმით, ეს „გუნდულ სულისკვეთებას“ გაზრდის და აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთქმედებას გააუმჯობესებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)