რუსი სამშვიდობოები ცხინვალის რეგიონში ქართული კონტიგენტის ხშირ როტაციას აპროტესტებენ

რუსი სამშვიდობოები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში თბილისის მიერ ქართული სამშვიდობო კონტიგენტის როტაციის ვადების დარღვევას აპროტესტებენ. მათ შესაბამისი წერილით მიმართეს შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეებს, იუწყება 10 იანვარს “ინტერფაქსი“.


“ორშაბათს [9 იანვარს] სამხრეთ ოსეთში დასრულდა ქართული კონტიგენტის რიგგარეშე როტაცია, რომლის დროსაც ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაარღვია შეთანხმება იმის შესახებ, რომ კონტიგენტი ნახევარ წელიწადში ერთჯერ მეტად არ უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა შერეული სამშვიდობო ძალების შტაბის მეთაურმა რემ აკიმოვმა.


მისი ინფორმაციით, ბოლოს წინა როტაცია ქართულმა მხარემ “სულ რაღაც ორი თვის წინ განახორციელა“.


სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი იტყობინება შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურის თანაშემწის ვლადიმერ ივანოვის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ როტაციის შედეგად საქართველომ ბათუმის ბრიგადის 200 სამხედრო განათავსა კონფლიქტის ზონაში, რაც 50 სამხედროთი ნაკლებია, ვიდრე ადრე.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version