ხაინდრავა მოსკოვში გაემგზავრა

საქართველოს დელეგაცია კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას ხელმძღვანელობით დღეს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც  27-28 დეკემბერს შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.


ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე მომუშავე შსკ-ს სხდომაზე განიხილავენ ერთობლივი ჯგუფის შექმნას, რომელიც კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმას შეიმუშავებს.


ასევე განიხილება პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის შესაძლო შეხვედრის საკითხი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version