აფხაზეთში რუსული სამშვიდობო ბატალიონის როტაცია განხორციელდა

დღეს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუს სამშვიდობოთა როტაცია განხორციელდა. სამარის მე-15 მოტომსროლელი ბრიგადის 500–მა ჯარისკაცმა ჩრდილოეთ-კავკასიის სამხედრო ნაწილის სამხედრო მოსამსახურეები ჩაანაცვლა, იუწყება 18 დეკემბერს “იტარ-ტასსი“.


ბატალიონი, რომელმაც წინასწარი მომზადება და ლექციების კურსი სამარაში გაირა, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე კონტროლს განახორციელებს.


რუს სამშვიდობოთა როტაციას წინ უძღოდა თბილისის პროტესტი, რაც რუსული ტელეკომპანია НТВ-ს ეთერში გაშვებულმა სიუჟეტმა გამოიწვია, სადაც  ერთ–ერთმა რუსმა სამშვიდობომ განაცხადა, რომ როტაციამდე ჩატარებულ ლექციებზე მათ აუხსნეს, რომ აფხაზეთი ყოველთვის იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო და მხოლოდ 30–40 წლის განმავლობაში შედიოდა ავტონომიის სახით საქართველოს შემადგენლობაში.  ოფიციალურმა თბილისმა ამ ფაქტის გამო რუსი სამშვიდობოების მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დააყენა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version