ვარდან ოსკანიანი: სომხეთის ურთიერთობები ნატოსთან საქართველოს წევრობაზეა დამოკიდებული

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვარდან ოსკანიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ურთიერთობები ნატოსთან საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე იქნება დამოკიდებული, იტყობინება Mediamax.   


“გამორიცხული არ არის, რომ საქართველო მართლაც შეუერთდეს ნატოს 5-6 წელიწადში. აზერბაიჯანი არაფერს ამბობს ჯერ-ჯერობით ნატოში გაწევრიანებაზე. რაც შეეხება სომხეთს და ჩვენს მონაწილეობას IPAP-ში, არსებობს პროცესები, რომელთაც გვერდს ვერ ავუვლით, რადგანაც ეს ჩვენი ინტერესების წინააღმდეგი იქნება. ვფიქრობ, ბევრი იქნება დამოკიდებული საქართველოს ნატოში გაწევრიანების დროზე. თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დრო“, – განაცხადა ოსკანიანმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version