ქართველმა პოლიციელებმა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ოფიციალური პირები დააკავეს

ქართველმა სამართალდამცავებმა 6 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახალგორის (ლენინგორის) რაიონის ადმინისტრაციის უფროსი და იმავე ადმინისტრაციის სამი სხვა თანამშრომელი დააპატიმრეს, იტყობინება სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი.  


ქართულმა მხარემ დაადასტურა სამხრეთ ოსეთის ოთხი ოფიციალური პირის დაპატიმრების ფაქტი, თუმცა ამ დაკავების მოტივის თაობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.


სამხრეთ ოსეთის მხარის ცნობით, ოთხივე პიროვნება მაშინ დააპატიმრეს, როცა ისინი ახალგორის რაიონიდან ცხინვალისკენ მიემგზავრებოდნენ. სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტმა ამ დაპატიმრებას “გატაცება“ უწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version