დემოკრატიული არჩევანის რეგიონალური ალიანსი შეიქმნა

უკრაინის, საქართველოს, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, რუმინეთის, მოლდოვას, სლოვენიის და მაკედონიის პრეზიდენტებმა 2 დეკემბერს კიევში გამართულ ფორუმზე დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობის შექმნის შესახებ გააკეთეს განცხადება.


უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ფორუმზე განაცხადა, რომ დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობის მთავარი პრიორიტეტები იქნება დემოკრატიული ღირებულებების, რეგიონალური სტაბილურობის და ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობა. ფორუმის მონაწილეებმა მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც ეს მიზნებია ასახული, იტყობინება RFE/RL.


ორდღიან ფორუმშიმონაწილეობა მიიღეს ასევე ბულგარეთის, პოლონეთის, აზერბაიჯანის, უნგრეთის, აშშ-ს, ჩეხეთის რესპუბლიკის, თურქეთის და სომხეთის დელეგაციებმა, ასევე გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს და ევროკავშირის წარმომადგენლებმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version