მოსკოვი უარყოფს თბილისის ბრალდებებს სამშვიდობოებთან დაკავშირებით

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიხეილ კამინინმა 30 ნოემბერს კომეტარი გააკეთა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ “ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების კრიმინალური რეჟიმის“ სქემის გამოქვეყნების თაობაზე და მას “შავი პიარი“ უწოდა, რომელიც “რუსი სამშვიდობოების და ასევე სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული“.


საქართველოს შს სამინისტრომ 26 ნოემბერს თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სქემა სახელწოდებით “ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების კრიმინალური რეჟიმი”, სადაც ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარად კოკოითი, დე ფატო მინისტრები და მათ შორის ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსული სამშვიდობო ძალების სარდალი მარატ კულახმეტოვი კონტრაბანდაში, ადამიანთა გატაცებაში და იარაღით ვაჭრობაში ჩართულ კრიმინალური ჯგუფების მფარველობაში არიან დადანაშაულებული.


“ეს კურსი, რომელიც თბილისის ხელისუფლების მიერ უკვე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხორციელდება, მიმართულია კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის გაზრდისკენ, სერიოზულად ართულებს მოლაპარაკებების პროცესს და რუსულ-ქართულ ურთიერთობებს“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი 30 ნოემბერს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version