საქართველომ სამხედრო სტრატეგია გამოაქვეყნა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ქვეყნის ეროვნული სამხედრო სტრატეგია, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების ძირითად პრინციპებს, პრიორიტეტებს, სამომავლო გეგმებს და საფრთხეებს განსაზღვრავს. ეროვნულ სამხედრო სტრატეგიაში გაწერილია გეგმა შეიარაღებული ძალებისთვის, რომელიც 2010 წლამდე უნდა შესრულდეს.


დოკუმენტი, რომელიც პარლამენტის მიერ ივლისში დამტკიცებულ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას ეფუძნება, საქართველოს პოტენციურ საფრთხეებს შორის რუსულ სამხედრო ბაზებს და რუსულ სამშვიდობო ძალებს ასახელებს.  


“საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზები და სამშვიდობო კონტინგენტი ხშირად წარმოადგენდნენ დესტაბილიზაციის ფაქტორს და კვლავინდებურად რჩებიან საფრთხის წყაროდ. მათ სრულ გაყვანამდე საჭირო იქნება ამ საკითხისადმი მუდმივი ყურადღების გამოჩენა. რუსეთის ფედერაციაში ყოველთვის იარსებებენ ძალები, რომლებიც აქტიურ დახმარებას აღმოუჩენენ სეპარატისტულ რეჟიმებს და ამისათვის რუსული სამხედრო ბაზების გამოყენებასაც შეეცდებიან“, – ნათქვამია დოკუმენტში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version