შსს-ს თანამშრომლები ეუთოს ორგანიზებულ ტრეინინგში მიიღებენ მონაწილეობას

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 21 საშუალო რანგის თანამშრომელი ეუთოს მიერ ორგანიზებულ ტრეინინგში იღებს მონაწილეობას, რომლის მიზანიც ტერორიზმის საფრთხის თავიდან აცილებაა.


ოთხდღიან კურსს, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო, უცხოელი ექსპერტები ატარებენ, მათ შორის ამერიკული ჯებსენის კონტრტერორისტული სწავლების ცენტრიდან და ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიიდან და გაერთიანებული სამეფოს სკოტლანდ იარდიდან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version