არუთუნიანის საქმის განხილვა იწყება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო იწყებს ვოვა არუთუანიანის საქმის განხილვას, რომელსაც ბრალად ედება 10 მაისს თავისუფლების მოედანზე აშშ-ს და საქართველოს პრეზიდენტების ჯორჯ ბუშისა და მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის დროს ტრიბუნის მიმართულებით ხელყუმბარის სროლა.


არუთუნიანს 10 მაისის ინციდენტისა და ივლისში, მისი დაკავების დროს, უშიშროების ოფიცრის მკვლელობის გამო ტერორიზმისა და მკვლელობის მუხლით ედება ბრალი.


სექტემბერში ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ ვოვა არუთუნიანს აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონო ტარებისა და გამოყენების მუხლებით ბრალდება წაუყენა.


ქართველმა გამომძიებლებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ არუთუნიანი მარტო მოქმედებდა თანამონაწილეების გარეშე. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version